ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო ჩვენია!
1 – 2 თებერვალს ქალაქ რუსთავში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში , თხუთმეტწლამდელთა შორის, ( უმცროს ჭაბუკთა შორის) მსოფლიო ჩემპიონის თემურ ყაზარაშვილის სახელობის რესპიბლიკური ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა მიიღეს.
ტურნირი ჩვენმა მოჭიდავეებმა წარმატებით დაასრულეს.
ერეკლე თავბერიძე ( 44 კგ) – I ადგილი
გიორგი როყვა ( 57 კგ) – I ადგილი
ალექსი ფასიეშვილი ( 44 კგ) – II ადგილი
ლუკა კილაძე ( 41 კგ) – II ადგილი
აჩი ქათამაძე ( 44 კგ) – III ადგილი
ბაჩო აბაშიძე ( 48 კგ) – III ადგილი
ზურა სადრაძე ( 57 კგ) – III ადგილი
გიორგი ტაკიძე ( 62 კგ) – III ადგილი
შეიბრზე ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა გუნდური მეორე ადგილი აიღეს.
ნაკრები გუნდი ასპარეზობისთვის მწრთვნელებმა : კობა ბალავინოვმა,ძმებმა ზურაბიანებმა, ფრიდონ აბაშიძემ, ლაშა გუჯაბიძემ, გურამ მაჭარაშვილმა და კახაბერ აბაშიძემ მოამზადეს.