“ისტორიულ წარსულში ყველა მოღალატე ერთად აღებული ელისაშვილში დავინახე და აღმოაჩინე” – მაჩალიკაშვილი

ალეკო ელისაშვილის მხრიდან ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ხან მიხეილ სააკაშვილის წამების ამბავი არ სჯერა, ხანაც რუსეთთან “ოცნების” არგაღიზიანების პოლიტიკას ემხრობა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ასე ეხმაურება:

”იყო დრო და მომენტები, როცა სხვა ერის წარმომადგენლებთან კამათი მიწევდა იმისი თაობაზე, რომ ქართველები ისტორიულად არ ყოფილან მოღალატები და გამყიდველები, რომ არ ღალატობდნენ ერთმანეთს. რა თქმა უნდა ეს ყველა ერშიც არის და არიან ადამიანები მართლაც ეს მავნე სატიკი თვისებები გააჩნიათ, მაგრამ ქართველებთან დაკავშირებით მე მაინც ვკამათობდი ეს რა თქმა უნდა 2017 წლამდე გრძელდებოდა. ეხლა ამითი რისი თქმა მინდა, ალეკო ელისაშვილს ვიცნობ, მახსოვს მისი ყველა განცხადება, მახსოვს მისი ოპოზიციონერბანას თამაში, მახსოვს ყველა მისი ქმედება, მახსოვს ჩემს თავს როცა ვეუბნებოდი რა არა სანდო პიროვნება ხარ მეთქი და ისიც მახსოვს როდის გაიშიფრა, ისიც მახსოვს, როგორი სხვა ელისაშვილი გახდა ამომრჩეველის მოტყუებით ოპოზიციის გამოყენებით როგორ შეძვრა პარლამენტში და როგორი სხვა ელისაშვილი გაიჩითა. ამ პოსტის თავში დასაწყისში ვსაუბრობ ისტორიულ მოღალატებზე. მე ის ისტორიული წინათ წარსულში ყველა მოღალატე ერთად აღებული ელისაშვილში დავინახე და აღმოაჩინე. მეგობრებო ჩემი თხოვნა იქნება კომენტარებში ბილწ სიტყვების არ გამოყენება და გინების გარეშე გამოთქვათ თქვენი აზრი მერწმუნეთ არ მინდოდა ამისი დაწერა მაგრამ ვერა და ვერ შევიკავე თავი იმდენად მიუღებელი ფიგურა გახდა ჩემთვის ალეკო ელისაშვილი არა იმისთვის რომ ქოცზე დიდი ქოცია არამედ იმისთვის რომ ამ დონის თამაში შეძლო და ღალატის სისასტიკე და სიმახინჯე დაგვანახა მაგრამ ქოცებშიც არის ღირსეული ადამიანები განსხვავებით ელისაშვილისგან მართლა არ მინდოდა შენში ეს ელისაშვილი გამეცნო’.’ –  წერს მაჩალიკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share