ქართველი სამხედროების პირადი მონაცემები კრემლის ხელშია-ღია ნადირობა რუსეთის მოწინააღმდეგეებზე

ღია ნადირობა ქართველ სამხედროებზე. ყველა ვინც საქართველოში ან უკრაინაში რუსული არმიის წინააღმდეგ იბრძოდა საფრთხის წინაშეა. ინტერნეტსივრცეებში გავრცელებული ინფორმაციით დასტურდება, რომ კრემლს აქვს იმ ქართველი ოფიცრების დიდი ნაწილის პირადი მონაცემები, რომლებიც ოკუპაციას შეიარაღებულები დაუპირისპირდნენ. 150-ზე მეტ სამხედროს ყოველდღიური საფრთხე ემუქრება და ოფიცრები, რომლებიც სამშობლოს იცავდნენ ახლა ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან მიტოვებულები არიან.

უფრო მეტიც, არა მხოლოდ უყურადღებობა – სამხედროები ხელისუფლებას ფაქტობრივად ღალატშიც ადანაშულებენ. დევნილი ოფიცრები და ხელისუფლების ოპონენტები სწორედ “ქართული ოცნების” სპეცსამსახურებს ადანაშულებენ კრემლისთვის მონაცემების გადაცემაში.

მმართველ პარტიაში ამ ბრალდებაზე პასუხი არ აქვთ. “ოცნების” ლიდერები მხოლოდ იმას ახერხებენ, რომ ყველა ბრალდებას ისევ 9-წლიან წარსულს უკავშირებენ.

წყარო :ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share