პრემიერის გადაწყევტყილებას ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ უცნაურს უწოდებს პარტია “საქართველოსთვის” წევრი ბექა ლილუაშვილი. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკის დუღილზე საუბრობს, მინისტრის პოსტიდან გაშვება მის განცხადებასთან წინააღმდეგობაში მოდის.
”შეუთავსებელია პრემიერი გამოდიოდეს და ამბობდეს, რომ ეკონომიკა დუღს და შემდეგ იღებდეს გადაწყვეტილებას, რომ ეკონომიკის მინისტრი გაათავისუფლოს ან გადააყენოს თანამდებობიდან. ცოპტა შეუთავსებელი და უცნაურია. როგორც ჩანს, სახიფათოა დიდი ხნით მდურარე ეკონომიკასთან ყოფნა. რაიმე შინაარს დაფუძნებული გადაწყვეტილება რომ არ არის, ფაქტია, ალბათ დამოკიდებულია სწორედ პერსონალურ უერთიერთობებზე”- თქვა ლილუაშვილმა.
კულუარული ინფორმაციით, მთავრობაში ცვლილებები იგეგმება. კერძოდ, პრემიერმა ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან ნათია თურნავას გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. თურნავას ამ პოსტზე, სავარაუდოდ, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი შეცვლის. თურნავასთვის ადგილს კი ეროვნულ ბანკში ამზადებენ.