თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს – ამ სიტყვებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით კირკიტაძემ, დღეს სასამართლოს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
ოპოზიციონერ დეპუტატს, ქართული ოცნების ხელისუფლება ჯგუფურ თავდასხმაში ადანაშაულებს და მის პოლიტიკურად განეიტრალებას, ჩვეული მეთოდით ცდილობს.
ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, ოქტომბერში მომხდარი ჩხუბი, მმართველ პარტიას მხოლოდ ახლა, მას შემდეგ გაახსენდა, რაც რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა ოპოზიციის ხელში აღმოჩნდა, აპრილში კი რუსთველებმა, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ.
დღეს, სასამართლომ დავით კირკიტაძეს, აღკვეთ ღონისძიებად 5 ათას ლარიანია გირაო შეუფარდა.
მთავარი არხი