საქართველო ტრადიციების ქვეყანაა, ქართველებს ძალიან გვიყვარს წარსულიდან რაღაც ისეთის გახსენება, რაც დასაკარგად და დასავიწყებლად გვენანება, ამიტომაც ამ სტატიაში გაგაცნობთ თანამედროევე რეალობაში დამკვიდრებულ წარსულს.
გურული კაცის ზნე-ხასიათი მუდამ ისწრაფოდა თვალსაწიერის კიდევ უფრო გაფართოებისაკენ. იაკობ გოგებაშვილი ამბობდა, რომ „სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან, განათლებასაც გატაცებით მისდევენ“. სწორედ გურულებმა „გაჭრეს“ პირველი ფანჯარა ევროპასა და ამერიკაში.
ეს ადამიანები იყვნენ მოჯირითეები, რომლებიც ივანე მახარაძის მეთაურობით 1892 წელს ლონდონში ჩავიდნენ და მონაწილეობა მიიღეს “wild west shows”-ში.
ლონდონში გურულების გამოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ისინი 30 წლის მანძილზე მოგზაურობდნენ ამერიკაში და გამოდიოდნენ ბაფალო ბილის ცირკსა და სხვა არენებზე. ხოლო გურულების მოგზაურობას ხელი შეუშალა ბოლშევიკებმა და პირველმა მსოფლიო ომმა, რადგანაც ისინი ამერიკის ჯაშუშებად მიიჩნიეს და დააპატიმრეს.
ამ ანგარიშსწორებამ თითქმის მიანელა თავგადასავლებისაგან მიიღებული ემოციის მუხტი, თუმცა, ამ ადამიანებმა, გასული საუკუნის 30-იან წლებში საფუძველი ჩაუყარეს ბახმაროში დოღის ჩატარების ტრადიციას.
დოღი ყოველი წლის 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულს იმართება და მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ადამიანები. გარდა ამისა, ბახმაროში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებები იმართება ამ დღეს.
აგრეთვე აღსანიშნავია, რომ მსგავი ღონისძიება გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, აკეთში და შუხუთში იმართება.
აკეთში, 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, იმართება დოღი, სადაც მონაწილეობას იღებს სოფლის ახალგაზრდობა.
გურულები ფერისცვალობის და მარიამობის დღესასწაულს თუ დოღით აღნიშნავენ, აღდგომას ლელობურთით ხვდებიან.
ლელობურთს თამაშობენ ლანჩხუთისა და შუხუთის საზღვარზე. შეჯიბრება იწყება შუხუთის ცენტრიდან და მოწინაღმდეგე გუნდის ამოცანაა ლელობურთი მიიტანონ ღელემდე, რომელიც შუხუთის ცენტრიდან დაშორებულია 130 მეტრით.
რაც შეეხება ლელობურთს, ის სილითა და ნახერხით სავსეა, რომელიც 18 კილოს იწონის. შეჯიბრება იწყება მას შემდეგ, როცა სოფლის მოძღვარი ბურთს ისვრის მაღლა. გუნდი, რომელიც ღელემდე მიიტანს ლელობურთს, გამარჯვებას მოიპოვებს და გამარჯვებულ მხარეს ბურთი იმ წელს გარდაცვლილი ადამიანის საფლავზე მიაქვს.
წყრო: https://tia.ge/