სანახაობრივი ფინალი და ვერცხლის მედალი – ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია

პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს სამმა ქართველმა იასპარეზა, რომელთაგანაც ორი მათგანი ფინალურ ბლოკში გადავიდა.

81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ტატო გრიგალაშვილი პრესტიჟული გრანდ სლემის ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ სოტარო ფუჯივარას დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა. პირველ წუთზე გაშვებული ვაზარის შემდეგ, ტატომ იაპონელს მალე ვაზარითვე უპასუხა, მაგრამ შემდეგ თავის დაწყებულ ილეთზე მეორე ვაზარი მიიღო და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share