„გურიის ერა“ – ოზურგეთის პრეისტორიული ფლორა და ფაუნა

სამეცნიერო ლიტერატურაში აღმოვაჩინე ტერმინები „გურიის ერა“ და „გურიის საუკუნე“, რა თქმა უნდა ამ საკითხით დავინტერესდი ცოტა რამ მოვიკვლიე, რის შედეგადაც გამახსენდა ბავშვობაში მდინარე ბჟუჟისა და აჭის ნაპირზე არსებული დანალექი ნაცრისფერი რბილი ქვიშრობი, რომელსაც თირს ეძახიან.
თირი გახლავთ საკმაოდ მყარი ქვიშის მასა, რომლის მომტვრევა და დაშლა წყლის ზემოქმდებისა და ცოტა ძალის გამოყენებით ადვილი გახლდათ, რის შედეგადაც ოზურგეთში ბასრის უბანში მდინარეების აჭისა დაა ბჟუჟის შესართავთან ბავშვები ვნახულობდით უძველეს ხის გაშავებულ ტოტებს, საკმაოდ დიდ ნიჟარებს, ფოთლებს, გაურკვეველი ცხოველებისა და თევზების ძვლებსა და კბილებს. ასაკოვანი მეზობლების თმით ამ ადგილზე ადრე მუშაობდა რამდენიმე მეცნიერი, რომელებიც იკვლევდნენ თირის შემცველობას.
*
როგორც მეცნიერები ამბობენ დღევანდელი შავი ზღვის აღმოსავლეთი დღევანდელი ხმელეთი ნაწილობრივ ზღვით იყო დაფარული, ყველაზე ახლო პერიოდში ზღვას (გურიის ზღვა) დაფარული ჰქონდა დღევანდელი აფხაზეთისა და გურიის ნაწილი, სწორედ ამ პერიოდს ეწოდება „გურიის საუკუნე“ ან „გურიის ერა“. სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული რუკებზე გურიაში მდინარე სუფსის, ნატანებისა და ბჟუჟის სანაპიროები დაფარულია ნიშნებით, რომელიც მიანიშნებს სწორედ ისეთ ადგილებს, როგორზედაც ქვემოთ მოგახსენებთ.
*
ნატალია მჭედლიშვილი თავის ნაშრომში წერს – „ქალაქ მახარაძეში მდინარე აჭის წყლის მარჯვენა ნაპირზე, ის სადაც ეს მდინარე უერთდება მდინარე ბჟუჟს, სანაპიროს ჩამონაშალს იკვლევდა ლ. კ. გაბუნია (1948 წელი), ადგილზე შეგროვებული და აღწერილი იქნა აღმოჩენილი ფაუნა, რომელიც ზემოპონტიის და ქვემოკიმერიის ასაკისაა. უფრო ადრე გ. ფ. ჭელიძის მიერ ამავე ადგილის სიახლოვეს მდინარე ბჟუჟის ნაპირზე ნანახია ბოსფორი ქვეიარუსის დანალექი. დანალექ ქანებში დადგენილი იქნა Phyllocardium alatoplanum andrus.
*
1954 წლის ზაფხულში ჩვენს მიერ ე. გ. ახვლედიანთან ერთად, იმავე ადგილზე მდინარე აჭის მარჯვენა მოშიშვლებულ ნაპირზე შეგროვებული და აღწერილი იქნა ფაუნა. სადაც ქვემოდან ზემოთ გაშიშვლებულია ნაცრისფერი მყარი ქვიშის ფენა, საიდანაც ახვლედიანის მიერ გამოვლენილი იქნა: Paradacta abichi R. H.; Didacna sulcatina Desh; Didacta deoressa Desh. var. Crasa andrus, Plagiodacdacna carinata desh. და Phyllocardium planum Desh. დანალექის ზემო ფენაში აღმოჩენილი იქნა ცუდად შემონახული Laurus sp. ფოთოლი. (Флора и растительность киммерийского века по данным палинологического анализа – Мчедлишвили Наталия Дмитриевна 1963)
*
კ. ჩოჩიევა თავის ნაშრომში – Хварбетский ископаемый хвойный лес („ხვარბეთის განამარხებული წიწვოვანი ტყე“) წერს, რომ ლაბორატორიაში ერთერთმა მეცნიერმა მიიტანა გურიაში ხვარბეთში აღებული სინჯები, რომელთა შემოწმების შედეგები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა და დადგენილი იქნა, რომ ამ ადგილზე პრეისტორიულ პერიოდში ხარობდა ჩრდილო/სამხრეთ ამერიკის და აზიის ტროპიკებისათვის (ჩინეთი, ინდოჩინეთი) დამახასიეთებელი ხეები და მცენარეები. კვლევების შედეგად ხვარბეთიდან აღებულ მასალაში აღმოჩენილი იქნა სეკვოია, სეკვოიადენდრონი, მეტასექვოია, კვიპაროსის, ეურია, სტიუარტია და ფლორის სხვა ნიმუშები (Sequoiadendron, Sequoia, Metasequoia (Taxodiaceae), Cupressus, Chamaecyparis (Cupressacae), Eurya, Stuartia (Teaceae), Symplocacea, Symplocos (Symplocacae)).
*
შესაბამისად ხვარბეთში აღმოჩენილი იქნა, როგორც წიწვოვანი ისე ფართოფოთლოვანი ხემცენარების უძველესი ნიმუშები, რომელთა სისტემაზაციით დადგინდა, რომ ისინი შეიცავდა 7 ოჯახის და 25 ჯიშის ხეებსა და სხვადასხვა მცენარეებს. ასევე ხვარბეთში ვირის ღელეზე 1858 წელს აღმოჩენილია მოლუკისებრთა საკმაოდ მდიდარი ფაუნა.
ზემოხსენებულ საკითხებზე სამეცნიერო ლიტერატურა მრავლდაა, მაგრამ როგორც სხვა სფეროში ისე ამ საკითხებზე სამწუხაროდ ქართულ ენაზე ფაქტიურად არაფერია
სეკვოიას გავრცელების არეალის რუკა კ. ჩოჩიევას ნაშრომიდან – Хварбетский ископаемый хвойный лес
შეიძლება იყოს რუკა-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share