გუშინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აცანაში, 68 გივი ქინქლაძეს წლის ხე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “გურიის მოამბისთვის” ხდება ცნობილი, მამაკაცი მეზობელს ტყეში შეშის მოსაჭრელად გაჰყვა.ხეს თავად ჭრიდა, რა დროსაც მოჭრილი ხე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.
“68 წლის კაცია შვილები და შვილიშვილები ყავს, საერთოდ შეშის ჭრაზე მუშაობდა სულ. ბედისწერის ამბავია რაც მოხდა. მეზობელს გაყვა ტყეში შეშის მოსატანად, თავად ჭრიდა ხეს, რა დროსაც ზედ დაეცა მოჭრილი ხე, ადგილზე დაიღუპა.”- გვითხრა გარდაცვლილის მეზობელმა.
მამაკაცი ბათუმში ექსპერტიზაზე ყავდათ გადაყვანილი, დღეს კი სახლში გადაასვენეს.