“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე გიგი უგულავას დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლებას სწორედ კოალიცია შეცვლის.
მისივე თქმით, საკითხზე საუბარი დღეს ნაადრევია.
“ოპოზიცია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს კოორდინირებაში, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ოპოზიციაში არიან ამავე დროს პოლიტიკური კონკურენტები. პოლიტიკური კონკურენციის შედეგად, ჩამოყალიბებული კოალიციური ხელისუფლება არის საქართველოს დემოკრატიული გზით განვითარების მომავალი. ამ ხელისუფლებას შეცვლის კოალიცია. რა ფორმით იქნება, ამას გვაჩვენებს პოლიტიკური პროცესი. დღეს ამ საკითხზე საუბარი, ჩემი აზრით, არის ნაადრევი,” – აცხადებს რომან გოცირიძე.