ოკუპანტი რუსეთის ნაკრები საქართველოში – ხელისუფლების პოლიტიკური და სპორტული კაპიტულაცია

რაგბის კავშირის უპრეცედენტო გადაწყვეტილება და გამონაკლისი ექსკლუზიურად მხოლოდ რუსეთისთვის.

შვიდკაცა რაგბის ნაკრები საწვრთნელ შეკრებას საქართველოში გაივლის, სადაც ოკუპანტი ქვეყნის სპორტსმენებს განსაკუთრებული პატივით ხვდებიან.

პოლიტიკურთან ერთად, ახლა ხელისუფლება სპორტულ კაპიტულაციასაც აცხადებს და სრულად უხსნის ფსიქოლოგიურ ბარიერს იმ მორაგბეებს, ვისთანაც შერკინება პრინციპულად მნიშვნელოვანია და ქართველი ბორჯღალოსნები უკვე 21 წლია არასოდეს დამარცხებულან.

რაგბის კავშირი თავის გასამართლებლად ყველას ურჩევს სპორტი პოლიტიკისგან გამიჯნოს, თუმცა რადიკალურად განსხვავებულია ვეტერანი მორაგბეებისა და საზოგადოების პოზიცია.

წყარო: მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share