ქალი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

ის­ტო­რია ინა­ხავს გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვრე­ბის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი რჩე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხეს.

თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. პრო­ფე­სი­ით ექიმ­მა-კოს­მე­ტო­ლოგ­მა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი გა­ტა­ცე­ბა ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის შე­ძე­ნა იყო, სა­ქარ­თვე­ლოს 400-მი­ლი­ონ ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­გან­ძუ­რი და­უ­ტო­ვა – თე­ლა­ვის ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმ­ში, ამ­ჟა­მად, 1870 ექ­სპო­ნა­ტია გა­მო­ფე­ნი­ლი, რო­მელ­თა­ნაგ 200 ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის პი­რად კო­ლექ­ცი­ას ეკუთ­ვნის.

qetevaniashvili-51549-1622436077.jpg

ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლი (მარ­ცხნი­დან პირ­ვე­ლი) თე­ლავ­ში

იაშ­ვი­ლის კო­ლექ­ცია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი­დან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვრის კარლ პი­ლო­ტის “ლუ­დო­ვი­კო მე-17 ტყვედ ია­კო­ბი­ნე­ლებ­თან”; ფრან­გი მხატ­ვრის რე­ნოს “მთვა­რი­ა­ნი ღამე”; მი­ხაი ზი­ჩის “ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის მირ­თმე­ვა თა­მა­რი­სათ­ვის”; უც­ნო­ბი ავ­ტო­რის “მა­დო­ნა ყრმით” და ა.შ.

ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბი­დან ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის კო­ლექ­ცი­ა­ში ისე­თი გე­ნი­ა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი არი­ან წარ­მოდ­გენლ­ნი, რო­გო­რე­ბი­ცაა: გიგო გა­ბაშ­ვი­ლი (ოთხი ორი­გი­ნა­ლი ტილო), ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნი, ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლი და სხვე­ბი.

“ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია, რაც ჩემი ხალ­ხის ფი­ზი­კურ მშვე­ნი­ე­რე­ბას ვემ­სა­ხუ­რე­ბი, მიზ­ნად და­ვი­სა­ხე მისი სუ­ლი­ე­რი მშვე­ნი­ე­რე­ბის­თვი­საც გა­მე­წია ან­გა­რი­ში, ამ მიზ­ნით ვი­ძენ­დი ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ნიშ­ნავ ქმნი­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ ჩემს ხალ­ხს, ერს, ჩემს სამ­შობ­ლოს ვუ­ძღვე­ნი…” – წერ­და თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლი.

iashviliqetevan-51549-1622436133.jpg

AMBEBI.GE თე­ლა­ვის ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მის ხე­ლოვ­ნე­ბის ფონ­დის მცველს, ქე­თე­ვან ხუ­ციშ­ვილს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც პი­რა­დად იც­ნობ­და კო­ლექ­ცი­ო­ნერს:

“ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლი თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შა­ლა­ურ­ში 1883 წლის 23 აპ­რილს თა­ვად მე­რაბ იაშ­ვი­ლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მან ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა თე­ლავ­ში გა­ა­ტა­რა.

1900 წელს და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა თე­ლა­ვის წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ქალ­თა სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ი­ღო. სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში კი გა­ემ­გზავ­რა ხარ­კოვ­ში და ფარ­მა­ცევ­ტო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე და­ი­წყო სწავ­ლა. დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ თე­ლავ­ში კერ­ძო აფ­თი­აქ­ში პრო­ვი­ზო­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. 1930-იან წლებ­ში ახა­ლი ინ­ტე­რე­სი, კოს­მე­ტო­ლო­გია გა­უჩ­ნდა. ამ პრო­ფე­სი­ას ის ქა­ლაქ პე­ტერ­ბურ­გში და­ე­უფ­ლა, სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი თბი­ლის­ში სა­კუ­თარ სახ­ლში კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი კა­ბი­ნე­ტი გახ­სნა, სა­დაც სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მუ­შა­ობ­და.

iashvilimuzeumi-51549-1622436175.jpg

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქე­თე­ვა­ნი ბავ­შვო­ბი­დან­ვე ხე­ლოვ­ნე­ბით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და მხატ­ვრო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. თე­ლავ­ში მუ­შა­ობ­და გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვა­რი, გვა­რად ან­ტე­ნი და ჰქონ­და გახ­სნი­ლი ხატ­ვის წრე. ქე­თე­ვა­ნი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად შე­სუ­ლა ამ წრე­ზე, მაგ­რამ მხატ­ვრო­ბა არ გა­მოს­ვლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხე­ლოვ­ნე­ბას მა­ინც არ ჩა­მო­შორ­და და და­ი­წყო კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბა.

მა­მა­მი­სი მე­რაბ იაშ­ვი­ლი სამ­ხედ­რო პირი იყო და შა­მი­ლის ბრძო­ლებ­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. რო­დე­საც ვნა­ხე ფრანც რუ­ბოს ფერ­წე­რუ­ლი ტილო “გუ­ნი­ბის აღე­ბა”, მა­მას მო­ნა­თხრო­ბი გა­მახ­სენ­დაო, იგო­ნებ­და ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თე­ვა­ნი. 1930 წელს ეს ტილო თბი­ლის­ში ერთ-ერთ სამ­ხატ­ვრო სა­ლონ­ში შე­უ­ძე­ნია.

ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის კო­ლექ­ცი­ის პირ­ვე­ლი ტილომას ფუ­ფუ­ნე­ბით არა­სო­დეს უცხოვ­რია. ხარ­კოვ­ში კოს­მე­ტო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, თბი­ლის­ში დამ­კვიდ­რდა, გახ­სნა კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი კა­ბი­ნე­ტი და მთელ თა­ვის შე­მო­სა­ვალს ხარ­ჯავ­და ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი­სა და უნი­კა­ლუ­რი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა­ში. გარ­და ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი­სა, მის კო­ლექ­ცი­ას ამ­შვე­ნებს უნი­კა­ლუ­რი ნივ­თე­ბიც: გუ­დო­ნის ვე­ნე­რა, უნი­კა­ლუ­რი ჩი­ნუ­რი ვა­ზე­ბი, ბუ­დას ქან­და­კე­ბა, რო­მის მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ხე­დე­ბი და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თე­ბი” – გვიყ­ვე­ბა თე­ლა­ვის ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მის ხე­ლოვ­ნე­ბის ფონ­დის მცვე­ლი.

iashvilimuzeumitelavi-51549-1622436227.jpg

თი­თო­ე­უ­ლი ექ­სპო­ნა­ტის შე­ძე­ნას თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს, რო­მე­ლიც ქე­თე­ვან იაშ­ვილ­მა თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში აღ­წე­რა და შე­მო­ი­ნა­ხა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვრის, კარლ პი­ლო­ტის ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლოს – “საფ­რან­გე­თის მეფე ლუ­დო­ვი­კო მეჩ­ვიდ­მე­ტე ია­კო­ბი­ნე­ლებ­თან” აღ­მო­ჩე­ნის ის­ტო­რია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ტი­ლოს ორი­გი­ნა­ლი, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით თე­ლა­ვის ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი, ხოლო მხატ­ვრის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში, დრეზ­დენ­ში მისი ას­ლია გა­მო­ფე­ნი­ლი.

“ქე­თე­ვა­ნი ორ­ჯერ იყო გა­თხო­ვი­ლი და შვი­ლი არ ჰყავ­და. ამან გა­ნა­პი­რო­ბა მისი კო­ლექ­ცი­ის გად­მო­ცე­მა მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის­თვის. მისი მე­ო­რე მე­უღ­ლე ნი­კო­ლოზ კა­ზა­ე­ვი იყო – მო­ხე­ტი­ა­ლე სამ­სა­ხი­ო­ბო და­სის მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი, ისიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის შე­ძე­ნით. ორი­ვეს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მოგ­ზა­უ­რო­ბა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, წყვი­ლი ოდე­სა­ში იყო სა­მოგ­ზა­უ­როდ, ერთ-ერთ სა­სა­დი­ლო­ში შე­სუ­ლან სა­სა­უზ­მოდ.

მა­გი­დას­თა­ნაც დამ­სხდა­რან, რო­მელ­ზეც კარლ პი­ლო­ტის ეს ტილო იყო გა­და­ფა­რე­ბუ­ლი. გად­მო­უბ­რუ­ნე­ბია ქალ­ბა­ტონ ქე­თე­ვანს და უნა­ხავს გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვრის ხელ­მო­წე­რა, გა­ო­ცე­ბუ­ლა. მე­პატ­რო­ნეს­თვის უთ­ქვამს, ეს სუფ­რა მოგ­ვყი­დე და რამ­დენ­საც გნე­ბავთ გა­და­ვიხ­დი­თო. გაკ­ვირ­ვე­ბია ბა­რის მე­პატ­რო­ნეს, არ იცო­და რა ტი­ლო­ზე იყო სა­უ­ბა­რი და მი­ნი­მა­ლურ თან­ხად შე­უ­ძე­ნი­ათ ეს ტილო და წა­მო­ი­ღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში” – ყვე­ბა ქე­თე­ვან ხუ­ციშ­ვი­ლი.

ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, რო­მელ­მაც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის ღვაწ­ლის შე­სა­ხებ უამ­ბო, ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რია. ის სი­ნა­ნულს გა­მოთ­ქვამს იმის გამო, რომ მე­ცე­ნა­ტი ქალი სა­თა­ნა­დოდ და­ფა­სე­ბუ­ლი არ არის და ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მის შე­სა­ხებ არ იცის:

“გარ­და იმი­სა, რომ იგი ყი­დუ­ლობ­და უნი­კა­ლურ ნა­მუ­შევ­რებს, ცნო­ბი­ლი მხატ­ვრე­ბი ჩუქ­ნიდ­ნენ კი­დეც თა­ვი­ანთ ტი­ლო­ებს, რად­გან იცოდ­ნენ ამ ქა­ლის ასე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის, მხატ­ვრო­ბის მი­მართ.

გარ­და იმი­სა, რომ ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლი ქა­ლებს ალა­მა­ზებ­და და მათ ფი­ზი­კურ სი­ლა­მა­ზე­ზე ზრუ­ნავ­და, მან ადა­მი­ა­ნე­ბის სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­როს გან­ვი­თა­რე­ბა­შიც შე­ი­ტა­ნა უდი­დე­სი წვლი­ლი. ეს არის 400 მი­ლი­ონ­ზე მე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის კო­ლექ­ცია, რო­მე­ლიც მან სა­კუ­თარ სამ­შობ­ლოს შე­მო­უ­ნა­ხა!” – ამ­ბობს გოგა ჩა­ნა­დი­რი.

ქე­თე­ვან იაშ­ვილ­მა თა­ვი­სი კო­ლექ­ცია თე­ლა­ვის ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმს სამ ეტა­პად გა­დას­ცა. იგი სი­ცო­ცხლე­ში­ვე მო­ეს­წრო სა­კუ­თა­რი კო­ლექ­ცი­ის მუ­ზე­უმ­ში გა­მო­ფე­ნას და და­ათ­ვა­ლი­ე­რა კი­დეც ის.

თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე 1980 წელს ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი, 97 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა და სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი­სა­მებრ, თე­ლა­ვის ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მის ეზო­შია დაკ­რძა­ლუ­ლი…

allnews.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share