“თუ საქართველო მიხეილ საკააშვილს უკრაინას გადმოსცემს, ეს იქნება ჩვენი მეგობრობის პირველი და კარგი ნიშანი,” – ამის შესახებ “მთავარ არხთან” ინტერვიუში უკრაინისს უმაღლესი რადას წევრი, ალექსანდრ მარიკოვსკი საუბრობს.
მისი თქმით, მიხიელ სააკაშვილმა მთელ მსოფლიოს და ევროპას აჩვენა, რომ ის უკრაინელია და ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს პატივს სცემს.
მარიკოვსკი ასევე ამბობს, რომ მიხიელ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე უკრაინის მთავრობამ უნდა იმუშაოს და საქართველოს ხელისუფლებამ, მეგობრობის ჟესტი აჩვენოს იმით, რომ მას უკრაინაში დაბრუნების საშუალება მისცეს.
ეს იქნება რთული საკითხი, რომელიც საქართველოში მის სტატუსთან არის დაკავშირებული. მთელ მსოფლიოს შეუძლია ჩათვალოს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. ის უკრაინის მოქალაქეა და მთავრობას მისი უფლებების დასაცავად სრული პასუხიმგებლობა ეკისრება, ამასთან
უკრაინამ მისი ექსტრადირება უნდა მოითხოვოს. დღეს მიხეილ საკაშვილმა მთელ მსოფლიოს და ევროპას აჩვენა, რომ ის უკრაინელია და ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს პატივს სცემს.
ამასთან ეს ნიშნავს, რომ უკრაინას მისი დაბრუნება შეუძლია, ვფიქრობ, რომ უკრაინის მთავრობამ საერთაშორისო საზოგადოებას უნდა გაუგზავნოს მკაფიო მესიჯი, რომ მისი უკან დაბრუნება სურს. უკრაინისთვის მისი როლი და მნიშვნელობა დიდია. მას შეუძლია უკრაინისთვის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პოლიტიკა აწარმოოს და პუტინის რეჟიმის აგრესიის წინააღდეგ იბრძოლოს.
ამიტომ მისი საკითხი ჩვენი დღის წესრიგის სათავეში. უკრაინამ გასაჭირში მყოფი თავისი მოქალაქეები უნდა დაიცვას და საქართველოში ყველა აუცილებელი სიგნალი უნდა გააგზავნოს რეზოლუციაზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა უკრაინამ საქართველოს მთავრობას მიხელ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე შეთანხმება უნდა მოსთხოვოს…
თუ საქართველო მიხეილ საკააშვილს უკრაინას გადმოსცემს, ეს იქნება ჩვენი მეგობრობის პირველი და კარგი ნიშანი. ჩვენ ჩვენის მხრივ ყველა გზა უნდა მოვძებნოთ მისი უკრაინაში დასაბრუნებლად, – ამბობს მარიკოვსკი.
მთავარი არხი