ლადო ხინჩეგაშვილმა ოლიმპიური კომიტეტიდან სტიპენდიის სახით 64 800 ლარი მიიღო. ინფორმაცია მის 2022 წლის დეკლარაციაშია ასახული, სადაც წერია, რომ ეს თანხა მან 2021 წლის განმავლობაში მიიღო.
დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ ხინჩეგაშვილი უძრავ ქონებასა და მიწის ნაკვეთებს ფლობს როგორც გორის მუნიციპალიტეტში, ისე საქართველოს სხვა რეგიონში.