აჭარის მთავრობის მეთაურს, თორნიკე რიჟვაძეს, “ევროპული საქართველოს” წევრებმა ტაშტი ჩამოუტანეს.
მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე ჩამოსულმა ევროპული საქართველოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ტაშტი რიჟვაძეს ჭუჭყისგან დაიცავს: _ ვიცით, რომ რიჟვაძე დიდი ხანია კაბინეტშია ჩაკეტილი და ხალხს არ ხვდება. ამიტომ, ჭუჭყი რომ არ გაუჩნდეს, ტაშტი ჩამ9ვუტანეთ და დავუტოვებთ, _ აღნიშნა ევროპული საქართველოს წევრმა ლაშა ელიაძემ.