ავსტრალიამ კოალა დაასახელა, როგორც გადაშენების პირას მყოფი სახეობა მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ სანაპიროს უმეტეს ნაწილში მათი რიცხვი მკვეთრად შემცირდა.
ოდესღაც აყვავებული ჩანთოსანი სახეობა ხანძრებმა, გვალვამ, დაავადებებმა და სხვა საფრთხეებმა გაანადგურა.
ავსტრალიის გარემოს დაცვის მინისტრი ამბობს, რომ ქვინსლენდმა, ახალმა სამხრეთ უელსმა და ავსტრალიის დედაქალაქმა კოალების კონსერვაციის სტატუსი უნდა გააუმჯობესოს. მისივე თქმით, შეიმუშავებენ აღდგენის გეგმას.
2012 წელს კოალები ამ შტატებში “დაუცველი” სახეობის სტატუსით იყვნენ. გასულ წელს სამხრეთ უელსმა თქვა, რომ კოალები იქ 2050 წლისთვის მთლიანად გადაშენდებიან თუ გადაუდებელ ზომებს არ მიიღებენ. მათივე შეფასებით, 2019-20 წლებში “შავი ზაფხულის ხანძრებმა” 5 000 კოალა იმსხვერპლა.