ვლადიმირ პუტინი და ემანუელ მაკრონი 7 თებერვალს მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ. რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრისას მაგიდის სიგრძე, რომელსაც პრეზიდენტები შეხვედრისას მიუსხდნენ, მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. რატომ ისხდნენ პრეზიდენტები 4 მეტრის სიგრძის მაგიდასთან და რა გახდა ამხელა დისტანციის მკაცრად დაცვის მიზეზი – ამის შესახებ Reuters-ი საფრანგეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც აღმოჩნდა ამის მიზეზი გახდა ის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა უარი თქვა რუსეთის მერ მოთხოვნილი კორონავირუსის ტესტი ჩატარებაზე.
ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ ამის გამო აღარ იქნებოდა ხელის ჩამორთმევა და იქნებოდა ასეთი გრძელი მაგიდა. მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებდით, რომ პრეზიდენტის დნმ მათ ხელში ჩავარდნილიყო- აცხადებს წყარო Reuters-თან.
მეორე წყაროს ცნობით, კრემლში განაცხადეს, რომ მკაცრად უნდა ყოფილიყო შენარჩუნებული პუტინის ე.წ ჯანმრთელობის ბაბლი. ასევე იგივე წყარო ამბობს, რომ მაკროინმა რუსეთში გაფრენამდე გაიარა ფრანგული PCR ტესტი, რუსეთში კი მას პირადმა ექიმმა ჩაუტარდა ანტიგენის ტესტი.
პუტინისა და მაკრონის მოლაპარაკებები მოსკოვში 7 თებერვალს გაიმართა და ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარება და რუსეთის მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს.
მოლაპარაკებების დროს პუტინი და მაკრონი დიდ მაგიდასთან ისხდნენ და ერთმანეთს არ მიახლოვებიან. ამავდროულად, 10 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტისა და ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ ტოკაევის შეხვედრაზე, ქვეყნების ლიდერებმა ხელი ჩამოართვეს და ისხდნენ მცირე მანძილზე.