ლანჩხუთში, ჭადრაკის სახლში ტრადიციული საჭადრაკო ტურნირი ,,ნოე ჟორდანიას თასი – 2022“ ჩატარდა.
ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: დაჩი ზანაძე (5 წლის); საბა ყეინაშვილი (6 წლის); ნიკოლოზ ჟორდანია (8 წლის); ლილე ფირცხალაიშვილი (12 წლის);
ღია ტურნირში გარდამავალ თასს მეორედ დაეუფლა ნუგზარ გვარჯალაძე.
მეორე _ მიხეილ აფხაზავამ , ხოლო მესამე ადგილი ტარიელ ხუხუნაიშვილმა დაიკავა.
გამარჯვებულებს ფულადი პრიზები, თასები და მედლები მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ია ჩხაიძემ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა, პაატა ურუშაძემ გადასცეს.
ღონისძიება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის, საჭადრაკო კლუბ ,,ლანჩხუთისა“ და ა(ა)იპ სპორტული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ტურნირში 23 მოჭადრაკე ასპარეზობდა.