უკვე წელიწადზე მეტია ასეთ სანახაობას აქ ყოველდღიურად შეხვდებით.
მშვიდობის ასეულობით სიმბოლოს ეპიცენტრი “მახოს ბაზრის” მიმდებარე ტერიტორია დიდი ხანია გახდა.
სწორედ ამ ბაზრის თანამშრომლებისა და ადმინისტრაციის დამსახურებაა ის, რომ ეს ადგილი მტრედების თავშესაფარი გახდა.
ხუმრობა საქმე არაა – მშვიდობის სიმბოლოები ხომ ყოველდღე დიდი რაოდენობით ხორბალსა და სიმინდს “შთანთქავენ”.