საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ, ოპოზიციონერი წევრის არჩევას და მიმართვას ავრცელებს:
“ოპოზიციამ კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი საკრებულო გამოგლიჯა ქართულ ოცნებას. მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა კონკრეტული პარტიის და მისი ხელმძღვანელის მიმართ, სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, ხშირად, არცთუ სასიამოვნო ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.
დღეს სტრატეგიული მიზნის ფორმულაა ყველა ერთის წინააღმდეგ. სხვაგვარად, ივანიშვილის დამარცხება რეალური არ არის.
წინ ბათუმი და სენაკია – უნდა გამოვგლიჯოთ ქართულ ოცნებას საკრებულოები და პირადი დამარცხება ვაგემოთ ივანიშვილს. ფორმულა კვლავ უცვლელია – ყველა, ერთის წინააღმდეგ.” ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.