“დიახ, სოსომ რაც თქვა, ეს ფაქტი იყო. როდესაც მე პარლამენტში შევედი, რამოდენიმე ხნით სოსოსთან გადავედი საცხოვრებლად და ჩემთვის რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ საცხოვრებელში აღმოვაჩინეთ სათვალთვალო კამერა, რომელიც იყო საძინებლებში.”
ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ჯაჭვლიანმა, გუშინ, 8 თებერვალს ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა, რომ 2015 წელს, მისი დეპუტატობის პერიოდში, ქუთაისში მდებარე, მის ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში, ორი სათვალთვალო კამერა იყო დამონტაჟებული.