წაღვერის მჟავე წყლების წყარო გაყიდულია. რუსეთის მოქალაქეებმა, “ოცნების” ხელისუფლების ნებართვით მიისაკუთრეს ის, რითიც უნიკალურ კურორტს საერთაშორისო ცნობადობა ჰქონდა.
ახლა თემაზე საუბარი აღარავის უნდა. ბორჯომის მერია პასუხისმგებლობას იხსნის, დაბა წაღვერის ადმინისტრაციაში კითხვებს გაურბიან, ბიზნესმენები მედიას არ ეკონტაქტებიან. მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა ჩივის, რომ ბუნებრივი ნაკადულები, რომლებსაც თავადაც იყენებდნენ და რომელიც მათი სიამაყის წყარო იყო ახლა დაშრობის პირასაა.
მთავარი არხი