საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას “ასობით ადამიანის გამაუპატიურებელები” უწოდა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, თქვა, რომ ვინც მიხეილ სააკაშვილს იცავს, მათთან თანამშრომლობა წარმოუდგენელია:
სამარცხვინო ლიდერი გყავთ და ღირსებაზე გვესაუბრებით. ასობით ადამიანის ადამიანის გამაუპატიურებლები. როგორ გინდათ გააგრძელოთ ურთიერობა იმ პარტიებს, რომლებიც თანამშრომლობთ და კოალიცია გინდათ შექმნათ, ვის გინდათ რომ პასუხი გასცეთ? ჩვენს მომავალ თაობას? ამის ჩამდენ პოლიტიკურ პარტიას? მწამებლების?”- თქვა დეპუტატმა.