გურიის #ერისთავების ციხე-დარბაზი მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში. ციხე აგებულია მაღალ გორაკზე XVII-XVIII-ე საუკუნეებში. იგი იყო საბრძოლო დანიშნულების და ერისთავების კუთვნილებას წარმოადგენდა. ციხე შემოფარგლულია 4 კედლით, რომლის თითოეული სიმაღლე 5 მეტრია, ხოლო სიგრძე 25 მეტრი. ციხის კედლებში დატანებულია სათოფურები, შიგნით მოთავსებულია მარანი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა. ციხის აღმოსავლეთით აგებულია პატარა სამლოცველო, რომელიც ამჟამად ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია. ირგვლივ კი გაშენებულია ულამაზესი დენდროლოგიური ტყე-პარკი, მრავალი ჯიშის იშვიათი ასწლოვანი მცენარეებით: სამი საუკუნის მუხა, ფანქრის ხე, კანფეტის ხე, სექვოია გიგანტი და სხვა.
Maka Vasadze
გურია/Guria