“მე ვფიქრობ, რომ მისი [ბადრი ჯაფარიძის] დაბრუნება პარლამენტში ამ გზით არ შედგება. არც რუსთავის საზოგადოება არ არის ისეთი საზოგადოება, რომელმაც არ იცის გარჩევა, რა არის თაღლითობა, რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ და რატომ არ შეიძლება ასეთი განაჩენის მქონე ადამიანი პარლამენტში იმყოფებოდეს”
ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი ბადრი ჯაფარიძეზე, რომელიც რუსთავში, შუალედურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.