რატომ უფასურდება ლარი – ეკონომისტების პროგნოზები და Heritage Foundation-ის კვლევა

მოულოდნელი გამყარების შემდეგ, ლარი ბოლო სამი დღეა ისევ უფასურდება. იმედი, რომ ვალუტის კურსის დასტაბილურება საკვებს, საწვავსა და მედიკამენტებს გააიაფებდა, ტყუილი აღმოჩნდა.

ეკონომისტები ხელოვნურ ჩარევებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ლარის კურსის დროებითი დასტაბილურებით კონკრეტულმა ადამიანებმა, რომლებსაც ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ეროვნული ბანკისგან ან ხელისუფლებისგან ჰქონდათ, ისარგებლეს და ყიდვა-გაყიდვით დიდი სარგებელი ნახეს.

ის რომ ქვეყნის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, დღეს თავის კვლევაში ასახა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ Heritage Foundation-მა.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელმა 14 პოზიციით უკან დაიხია. კვლევაში ეკონომიკური თავისუფლების ხელშემწყობი11 პუნქტია განხილული, თითოეულ მათგანში საქართველოს უკუსვლა აქვს.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share