ლიხაურში 1962 წელს ჩაწერილი დიომინდე ჩხაიძის ისტორია

ლიხაური
მე ობლათ დავრჩენილიყავი. ბაბიდაი მყავდა. ბაბიდაჩემა დედაჩემი წამეიყვანა ნაბარებათ ბებურიშვილისას, წამომიყვანა მე, პაწე ბაღანაი, ექვსი თვის ვიყავი. ემსახურებოდა დედაჩემი ბებურიშვილს, აზნაურიშვილი იყო. ქი მზიდენ მე. თრამეტი წელიწადი ვიყავით. მე კლასში შემიყვანა.
.
ბებურიშვილი უცოლშვილო კაცი იყო, მოხუცებული. უთხრა ხალხმა: ცოდვაა აჲ ქალი და ბაღანაიო, ამდონი ხანი რომ გემსახურაო. რაცხა მისე უნდა ბაღანასო. სამოსახლო მიწა მიეციო. მომცა ექვსი ქცევა მიწა. გავკაფეთ, გამოვკაფეთ და გავაშენეთ დედაჩემა და მე. მერე ქალი შევირთე, აქოური, თოიძის ქალი. მუაწყვეთ ოჯახი. მოგვესრა შვილები, ოთხი შვილი მოგვესრა, სამი გოგო და ერთი ბიჭი.
.
ბაღნეფს ვასტავლეთ, რაც შეგვეძლებოდა. ახლა გამშვენიერებულია ყორიფელი. აქანაი ამფერი სახლი სა იყო! გზაი სა იყო! ურემი ურემს ვერ შუუარდა. ან ხალხი სა იყო ასთე გამბრავლებული! ეგერ-ეგერ იყო მოსახლე. ყანიები ქი ქონდა ხალხს, მარა ფარა არ იყო. ფეხშიშველათ ვიყავით ამ ტალახში. კლაშიც ფეხშველი ვიარებოდით ბაღნები. აჭის წყალი რომ გადმეიარდა, ყორიფელს აოხრებდა. ყანიები მიქონდა, მოსახლიებიც წეიღო, მახსოვს. რაცხა გზაი იყო, იმას სულ გააოხრებდა. ამ თავრობამ აჭის წყალს გუუკეთა დამბები. ახლა ზარალს ვერ შობა.
.
უწინ, ნიკოლოზის დროს, კაზაკები და პლასტონები მოდიოდენ ჩოხატაურიდან. აქანაი ახალთაობა იყო. ჩვენი ხალხი დახთენ ნასაკირალზე ნაჯახებით, კაჟიანი თოფებით და ფილითებით. იქინე მოკლეს ჩვენემა ორი-სამი პლასტონი და კაზაკი. მერე წავიდენ იგინი გაკუჭებული. დვაბზუიდან რომ დეიწყეს, დაწვეს ოზურგეთამდი ყორიფელი. ოზურგეთიც დაწვეს. კრილოვი იყო მაგინის ხელმძღვანელი. სოფელჩი დაგვიბარა მამასახლისმა ქალიან-კაციანა. გაგვიძღვა ღვდელი ხატებით წინ. ჩაგვიყვანეს ოზურგეჩი და დაგვაფიცეს იქინე, დაგვაჩოქეს. მე ბაღანაი ვიყავი, ვიყავი მეც. დაგვაჩოქეს და ფიცი მიგვაღებიეს, რომ არ უღალატეფთ ნიკოლოზს. მერე გამოგვიშვეს ყვალაი შინ. არეულობა იყო მაინც, არ დაწყნარდა მაინც. ყანიები რომ ქვონდა, ათ ფუთზე ერ ფუთს ვაძლევდით საყანულს. დაყარეს პრაკლამაციები, რომე არ დათესოთ ყანიებიო. მაინც დათესა ხალხმა. ჰოდა, ჩევიდენ და ორგანიზაციამ ღამე მოცელა. მოცელეს ყანიები ბრევლი.
.
ჩოლოქს უძახით ჩვენ, კაჲ საყანიები გვაქ, უწინ მებატონის იყო – ნაკაშიძნების და ბებურიშვილების. იქინე იყო მაი ამბავი. ჩემა ბაბუამ თურმე წეიყვანა გოგო ყანაში წყალის მისატანათ, მოსახმარებლათ. მუუხტა თათრები თურმე და მიხავდენ გოგო. ბაბუაჩემა შიებძოლა თურმე. თოფი ქი აქ, მარა თოფთან მისლა უნდა. თოფთან მისლამდი ხანჯალი ქრეს მუცელჩი, გამუაყრიებიეს შიგანი. აი ციცაიც ბძოლოფს, არ მიხობა. იფორთხა შიგანგამოყრიებულმა კაცმა და მიფორთხთა თოფთან, ეიღო თოფი და ერთი გასწყვიტა წელჩი. მიორე გეიქცა. მოკტა ბაბუაჩემიც და თათარიც. გოგო გადარჩა წაყვანას. იკივლა გოგომ და მევიდენ მეთაღრიები. ამ გოგოს ეპატრონენ, ჩვენი კტარი წამეიღეს შინ ჯალამბერით. თათარი ჩააგდეს მიწაში იმ ყანაში. ბაბუაჩემი იყო საყვარელ ჩხაიძე.
.
მთხრობელი დიომიდე ჩხაიძე, ჩაწერილია ლიხაურში 1962 წელს გრიგოლ იმნაიშვილის მიერ
.
ფოტოზე ლიხაური – გაზეთი “კავკაზსკი კრაი” 1905 წელი
კახა ჩავლეშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share