ლარი ისევ გაუფასურდა – სებ-მა ახალი კურსი დაადგინა

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც 1 აშშ დოლარის ღირებულება ხვალ 3.0008 ლარი იქნება, დღეს მისი ღირებულება 2.9934 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ევროს, მისი ფასი ხვალ 3.4113-მდე აიწევს, დღეს მოქმედი კურსით კი ის 3.4065 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ვალუტის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0074, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0.0048 ლარი შეადგინა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share