2021 წელს ქურდული სამყაროს წევრობისა და მასში მონაწილეობისთვის დევნა 96 პირის მიმართ დაიწყო

2021 წელს ქურდული სამყაროს წევრობისა და მასში მონაწილეობისთვის დევნა 96 პირის მიმართ დაიწყო.

როგორც გენერალური პროკურატურის 2021 წლის ანგარიშშია ნათქვამი, ქურდული სამყაროს წევრობისა და მასში მონაწილეობისთვის დაწყებული დევნიდან ქურდული სამყაროსი წევრობის ფაქტზე დევნა 57 პირის მიმართ დაიწყო, კანონიერი ქურდობის ფაქტზე 2 პირის მიმართ, ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის ფაქტზე 3 პირის მიმართ, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე 29 პირის მიმართ და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტზე 10 პირის მიმართ.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული მუხლებით ბრალდებული ყველა პირის მიმართ მოთხოვნილი იქნა პატიმრობა, რაც სასამართლოს მიერ ყველა შემთხვევაში დაკმაყოფილდა.

ამასთან, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2021 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 141 ნარკორეალიზატორის მიმართ.

„ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გათვალისწინებით აღკვეთის ღონისძიების სახით ყველა შემთხვევაში მოთხოვნილი და გამოყენებულია პატიმრობა,“ – ნათქვამია ანგარიშში.

interpressnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share