გურიელის და ერისთავის სტუმრობა ზოტში ხახუტე კეკელიძესთან

ხახუტე კეკელიძე ცხოვრობდა ზოტში. მას ყავდა ბრავალი სკაი. ერისთავს ეწვია გურიელი. ერისთავმა შამუუთვალა ხახუტას: მოვდივართ სამოცი ცხენოსანი. დამხთით ბზათ. ხახუტე დახვთ ბზათ და გოუწყო სუფრა. სუფრაზე იყო სანთლის ოტკა, სარაჯი, ცხვრის ხორცი, კალმახის თებზი (კალმახა თებზი). სამოც კაცს დოუდგა სკამათ სანთლის როგუები.
.
დაჟდენ და იქეიფენ სამი დღეი და ღამე. მერე სანთლის სკამები საჩუქრათ გაატანა იგინს და გეისტუმრა. იგინი წევიდა დიდი მადლობით. ზოტის ტყე შამუუფარგლა რამოდენიმე დესეტინა და აჩუქა ფეშქეშათ. ცხვარის ტყავზე წააწერა: “აზნაური ხახუტა კეკელიძე”.
.
შემდექში დეიწყო თათრებმა დამცემლობა. ამ დროს ხახუტას ქონდა კაჟიანი თოფი. გამიეკიდა ხახუტამ და ორი მოკლა. მესამე ყოფილა ჩამჟდარი. დეინახენ ერთქამეთი უცფათ. იმანც გამეისროლა და ამანც გეისროლა. ხახუტე აქეთ მოკტა და იქით იი თათარი მოკტა. იმ ალაქს უძახიენ ხახუტეს ნაკლავს. ხახუტე იყო ჩემი პეპერე, ბაბუეს მამა. ხახუტე რო მოკლენ, ჩემი ბაბუე წამოსულა აქანე, ბჟოლიეთში.
.
მთქმელი – სარდიონ კეკელიძე ბჟოლიეთიდან, ჩაწერილი გრიგოლ იმნაიშვილი 1963 წელი.
შეიძლება იყოს ბუნება და ბალახი-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share