უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროების ერთ-ერთ პოზიციაზე დონბასში, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში. “ხალხის მსახურის” დეპუტატებსა და უცხოური მედიის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს.
ინფორმაცია ტელეგრამზე ფრაქცია „ხალხის მსახურის“ პრესმდივანმა იულია პალიჩუკმა გაავრცელა
„ერთ-ერთ პოზიციაზე სახალხო დეპუტატებსა და უცხოური მედიის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს და თავშესაფარში გადაიყვანეს“, – წერს იგი.
დღეს, 19 თებერვალს, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია და სხვა დეპუტატები ჩავიდნენ.