ჩვენი ქალაქი იყო შეკვეთილი. მანქანაი შამოდიოდა – დიდვანი სანდლები. კაციც იმით გადახავდენ, სადაც ბარახოთი იყო გაჩერებული, იქინეი. ყორიფელი საქონელი შამოქონდა შეკვეთილში თათრეფს, ბერძნეფს. მევიდოდა სოფლიდან ხალხი და იყიდდა, რაც უნდოდა. შეკვეთილში დუქნები იყო და ვაჭრები ყიდულობდენ ჩამოტანილ საქონელს.
.
ნატანები უწინ იყო ტყეი და უძახოდენ ჯიშკილკანს. მაგი იყო გვალი ტყეი. აქიდან შეკვეთილამდი გზის გაყვანაზე ოზდახუთი დღეი იმუშავა კაცმა, რომ გიეჩეხა ფეხის გზაი. ორი დღეი უნდებოდა კაცს ჩასვლა-ამოსვლა. ერ ღამეს იქინეი გაათევდა. ღამე კვერ წამევიდოდა, გელი შეჭამდა. მარტუა ერთი კაცი ვერ წევიდოდა, ეშინოდა წართმოვისაც და ნადირისაც. მერმე შეკვეთილიდან შოშე გზაი გევიდა ჭახვათის წყალზე, მერმე გევიდა ბოგილას წყალზე და წევიდა ოზურგეთში.
.
კინიგზაი რომ გევიდა და ნატანები როცა დაარსთა, ნატანებიდან შოშე გზაი გევიდა და შეუერთთა ბოგილაზე ოზურგეთის გზას. კინიგზაი რომ გევიდა, დიდი ამბავი იყო აქანაი. ქალი და კაცი ყველაი ჩიოდა: – რა მოგვესრა აიო.
.
მატარებელი რომ მევიდა, მატარებელს ჩამოხვა ნიკოლაზაი და მისი ცოლი. აქანაი გაჩერდა მატარებელი, გადმეიარა მეფე, გადმოხვა ქალი მისი. მივიდა ხალხთან ახლო. ხალხმა საჩუქარი მიაწოდა. ერთმა კაცმა მეიტანა შვიდკოტიანი სიმინდი და ანახვა. ხეხილებიც მეიტანეს და დადგეს სტოლზე. მეფის დასანახავათ გასაყიდი საქონელიც დააწყვეს სტოლებზე.
.
თავადიშვილები მივიდენ მეფესან და ისაუბრეს, ვაჭრებიც მივიდა. ვაჭრების ცოლეფს ეცვა აბრეშუმის კუდიანი კაბები. მეფის ცოლს კი ეცვა თიფთის კაბა. მეფემ აჲ ხალხი დაათვალიერა და მერე წევიდა ბათუმში. მე მაშვინ ბაღანაი ვიყავი, ვიქნებოდი ათი ან თერთმეტი წლის.
.
მიორე დღეს თავადიშვილებმა დეიბარეს მამასახლისი და სოფლის თავი კაცები: გზაი უნდა გეიყვანოთ სოფელ მიქელგაბრიელშიო. მაშვინ იყო მიქელგაბრიელის საზოგადოება. მიქელგაბრიელის საზოგადოებაში შედიოდა ახლანდელი ნატანები და შრომა.
.
ნატანეფში მაშვინ იქნებოდა სამასი კომლი, ახლა იქნება ათას ექვსასი. დასახლებული იყო სამხთოში, შავაში, ლეკურაში და საკუპრეში. სამხთოში ეკლესია იყო. მიქელგაბრიელშიც ეკლესია იყო – შრომის თემშია ახლა შესული. შავაია დანაწუავი, თელათ გაშავებული იყო. იმიზა დიეთქვა შავაი. ლეკურაი დიდი ხნის სოფელია. რეიზა უძახოდენ ლეკურას, არ ვიცი. საკუპრიაში კუპრია. კუპრიზა მოდიოდენ სხვა სოფლიდან და მიხონდენ კუპრი, გუდებიზა მიხონდენ, ჭურებიზა მიხონდენ, ურემიზაც მიხონდენ. ურმის ლილვზე უსვამდენ და ლილვს არ დაწვიდა.
.
მთქმელი გრიგოლ ნიკოლაიშვილი ქვემონატანებიდან ჩაიწერა გრიგოლ იმნაიშვილმა 1962 წელს(corpora.co)
.
P.S. 1914 წელს რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორე სამხრეთ კავკასიაში მართლაც ჩამოვიდა და იმავე წლის 9 ნოებერს თბილიშსსაც სტუმრობდა, სადაც იმპერატორმა რამდენიმე დღე დაჰყო, თუმცა დასავლეთ საქართველოში მისი ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიძიე.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა