“აღმოჩნდა, რომ გავიდა რამდენიმე თვე და ამ რამდენიმე თვეში შესაძლებელი გამხდარა გახარიასთან თანამშრომლობა. ეს კრავს იმ წრეს, რომელსაც ჩვენ აქამდეც ვამბობდით – გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ფაქტებით დასტურდება, რომ გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების მატარებელი. გახარია გადადგა „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ლიდერის ინტერესების შესაბამისად. მან პატივი სცა არა სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის პრინციპებს, არამედ რადიკალური ჯგუფების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. ეს არის ფაქტი და იგი დასტურდება მათი კოალიციით საკრებულოებში.
ეს ფაქტი დასტურდება ასევე „ნაციონალურ მოძრაობის“ ლიდერების განცხადებებით. როდესაც რამდენიმე თვის წინ ისინი გახარიას მოიხსენიებდნენ სხვადასხვა ეპითეტით და გამორიცხავდნენ მასთან რაიმე ტიპის თანამშრომლობას. აღმოჩნდა, რომ გავიდა რამდენიმე თვე და ამ რამდენიმე თვეში შესაძლებელი გამხდარა მასთან თანამშრომლობა. ეს კრავს იმ წრეს, რომელსაც ჩვენ აქამდეც ვამბობდით – გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.