რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, 2008 წელი და საქართველო გაიხსენა. მისი თქმით, ახლა ვითარება გაცილებით რთულია, ვინაიდან რუსეთმა იცის რა რეაქცია ექნება დასავლეთს. მედვედევის თქმით, დასავლეთისგან ზეწოლა გაიზრდება, თუმცა ისინი ოდესმე “დაიღლებიან”.
როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, მაშინ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების გადაწყვეტილება “რთული”, მაგრამ “სწორი” იყო
“სერიოზული დილემის წინაშე ვდგავართ, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოების აღიარებას ეხება, მსგავსი განცხადებით მათ უკვე მოგვმართეს და პარლამენტმაც განიხილა. კარგად მახსოვს 2008 წელი, როცა მსგავსი, არც თუ ისე მარტივი გადაწყვეტილების მიღება მომიწია, ეს ეხება ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას. ყველამ ვიცით, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რაც მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნაბიჯით ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ასი ათასობით ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინეთ. 2008 წლისგან განსხვავებით დღეს ვითარება უფრო რთულია, მაშინ არ ვიცოდით რეაქცია როგორი იქნებოდა, მაგრამ დღეს ეს კარგად ვიცით, ზეწოლა გაიზრდება, თუმცა ოდესმე დაიღლებიან და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაზე თხოვნას დაგვიწყებენ”,- თქვა დიმიტრი მედვედევმა.