საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას ეხმაურება და პარალელს 2008 წლის ომთან ავლებს. მისი თქმით, უკრაინას და საქართველოს რაც არ უნდა ექნათ, აღიარება მაინც მოხდებოდა, იმ განსხვავებით, რომ რუსები მაშინ თბილისსაც აიღებდნენ.
სინამდვილეში, პუტინმა უკან დაიხია და უარი თქვა უკრაინაზე თავდასხმაზე. დასავლეთის უპრეცედენტო ერთიანობამ და უკრაინელი ხალხის ერთ მუშტად შეკვრამ თავისი სიტყვა თქვა.
რაც მან ე.წ. აღიარა, იმას ისედაც აკონტროლებდა. ამით მან ოფიციალურად მოკლა მინსკის შეთანხმება და აღიარა ოკუპანტის სტატუსი.
აბა სად ხართ ის ხალხი, ვინც მე 2008-ში ომის დაწყებას ან პროვოკაციაზე წამოგებას მედავებოდა. ისევ აწვებით პირველ ჩვენებას? ახლა ხომ დაინახეთ უკრაინა? და საქართველოს რაც არ უნდა ექნა, “აღიარება” მაინც მოხდებოდა. ოღონდ საქართველოს, უკრაინისგან განსხვავებით, არ აქვს სტრატეგიული სიღრმე და რუსები თბილისს აიღებდნენ.
ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი დედაქალაქი და ჩვენი სახელმწიფოებრიობა.” წერს მიხეილ სააკაშვილი
წერილი მედიასთან ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ წაიკითხა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გამოაცხადა, რომ უვადო შიმშილობას იწყებს. ის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას ითხოვს.