Forbes-ის მილიარდელთა რეიტინგში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსი უმდიდრესი ადამიანების უმეტესობის ქონება მკვეთრად შემცირდა, ან უცვლელი დარჩა. გამონაკლისია მიხეილ შელკოვი, რომლიც Forbes-ის სიაში 4.8 მლრდ აშშ დოლარით 613-ე ადგილს იკავებს. უკანასკნელ დღე-ღამეში მისი ქონება 119 მლნ დოლარით გაიზარდა.
,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Forbes-ის მილარდერთა რეიტინგით, ყველაზე მდიდარი რუსების ათეულს და მათი ქონების ცვლილებას ბოლო 24 საათის განმავლობაში:
- ვლადიმერ ლისინი – 29.6 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $1.8 მლრდ-ით შემცირდა
- ალექსი მორდაშოვი – 28.5 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $1.7 მლრდ-ით შემცირდა
- ლეონიდ მახელსონი – 27.2 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $2.4 მლრდ-ით შემცირდა
- ვლადიმერ პოტანინი – 26.9 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $1.7 მლრდ-ით შემცირდა
- ანდრეი მელნიჩენკო – 27.5 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $9 მლნ-ით შემცირდა
- ვაგიტ ალეკპეროვი – 24.8 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $1.7 მლრდ-ით შემცირდა
- გენადი ტიმჩენკო – 23.3 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $2.3 მლრდ-ით შემცირდა
- პაველ დუროვი – 17.2 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო დღე-ღამეში მისი ქონება უცვლელია
- ალიშერ უსმანოვი – 16.8 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $28 მლნ-ით შემცირდა
- რომან აბრამოვიჩი – 14.3 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $377 მლნ-ით შემცირდა
შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2014 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დამოუკიდებელ სახალხო რესპუბლიკებად სცნო.
bpn.ge