ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ კახოვკაში მდებარე ჰიდროელექტროსადგურზე კონტროლი აღადგინეს უკრაინულმა ძალებმა. მანამდე ენერგეტიკის სამინისტრო იუწყებოდა, რომ ქალაქ კახოვკის ჰილდოელექტოსაგდური უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა დაიკავეს. იქვე დგას რამდენიმე ტანკი, ასევე ამოსაცნობი ნიშნების გარეშე.
„კახოვკის ჰიდროელექტოსადგურზე 11:28 წუთზე უცნობი შეიარაღებული პირები შევიდნენ, ჰესის დამბასთან ტანკები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე“, – წერს სამინისტრო.
მოგვიანებით სოცილურ ქსეში გავრცელდა კადრები, როგორ აღმართეს რუსეთის დროშა ჰესზე.
სადგურის ჯამური სიმძლავრეა 334,8 მეგავატია. საშუალო წლიური გამომუშავება 1420 მლნ კვტ/სთ. კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური უკრაინის ენერგოსისტემაში სიმძლავრით მეექვეა.
ხუთშაბათს, გამთენიისას, მოსკოვმა უკრაინაზე შეტევა დაიწყო, აფეთქებები იყო აეროპორტებში და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე უკრაინის სულ მცირე შვიდ ქალაქში. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „საგანგებო“ ოპერაციის ბრძანება გასცა, უკრაინის „დემილიტარიზაციის“ საბაბით.
რადიო თავისუფლება