უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ ლიაშკოს განცხადებით, რუსი ოკუპანტები უკრაინაში საავადმყოფოებს დამიზნებით ესვრიან.
რუსი ოკუპანტები საავადმყოფოებს ბომბავენ! ეს ჟენევის კონვენციის პირდაპირი დარღვევვა და მხდალი ადამიანებისთვის შესაფერისი საქციელია. ოკუპანტების ასეთი ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ეს ასევე, საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება”,- ამბობს ლიაშკო.