„ყოველ წუთში აფეთქების ხმა ისმის, ძალიან დაძაბულები ვართ“ – კიევთან ახლოს 20-მდე ქართველი თავს ბუნკერს აფარებს

ტვ პირველის ინფორმაციით, უკრაინაში, ჟულიენის აეროპორტთან ახლოს საქართველოს 20-მდე მოქალაქე თავს ბუნკერს აფარებს, ისინი ერთ-ერთი რესტორნის ბუნკერში არიან ჩასულები, სადაც თვას ბომბებისგან იცავენ. მათი თქმით, ირგვლივ ყველაფერი დაკეტილია, მოსახლეობაში კი სრული პანიკაა.

ადგილობრივი ქართველები დასახმარებლად საქართველოს საელჩოსაც დაუკავშირდნენ და პოლონეთის საზღვრამდე უსაფრთხოდა გადაყვანა სთხოვეს, თუმცა უარი მიიღეს.

ეს ის რაიონია, რომელიც გუშინ ღამით დაიბომბა და ახლა როცა ხელჩანთებით და ბარგით მოვდიოდით აქ, კიდევ ბომბების ხმა ისმოდა. ძალიან ცუდი სიტუაციაა, არის დაძაბული, დაიხურა მაღაზიები, აფთიაქებიც არ მუშაობს, არაფერი მუშაობს. ასე დავრჩით 17 ქართველი. ვუკავშირდებით საქართველოს საელჩოს, პასუხი არის ვერაფერს მოვახერხებთ ამ ეტაპზე, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ადგილზე მყოფი კიდევ ერთი მოქალაქე იმ გაუსაძლის სა საფრთხის შემცველ ვითარებაზე საუბრობს, რომელშიც სიინი იმყოფებიან.

კიევიდან 20 კილომეტრის დაშოპრებით ვართ ჩვენ. სასწაული ამბავია, ყოველწუთში აფეთქების ხმა ისმის, ძალიან დაძაბულები ვართ. წუხელ ძალიან ცუდად ვიყავით ლამის ყველა. ბუნკერი კი არ არის, ძალიან დაბალი რაღაცაა, შეიძ₾ება კაცი აქაც გაიგუდოს. შუქი რომ გამოიროს ის გამწოვიც ვერ იმუშავებს და ძალიან ცუდ მდგომარეობაშ ვართ, არანაირი პირობა არ გვაქვს ჩვენ იმის,რ ომ რაღაცით გადავრჩეთ, – ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share