“თალიბანი” რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვარონ

ავღანეთის მთავრობამ, რომელსაც თალიბანი ხელმძღვანელობს, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ეხმაურება და მხარეებს მოუწოდებს კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვარონ.

ამასთან, თალიბანი ყურადღებით აკვირდება ვითარებას უკრაინაში და შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო მსხვერპლის რეალური საფრთხის გამო.

“ავღანეთის ისლამური საამირო ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ყველა მხარემ უნდა შეიკავოს თავი ისეთი პოზიციების დაკავებისგან, რამაც შესაძლოა ძალადობრივი ქმედებები გაამწვავოს,” – ნათქვამია თალიბანის განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share