რუსეთის პროპაგანტისტული ინგლისურენოვანი ტელეარხის RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი „ტვიტერზე” გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
„მეგობრებო, საქართველო განიკურნა!” – წერს სინომიანი ღარიბაშვილის განცხადების შესახებ, რომლის თანახმად, საქართველო არ უერთდება ეკონომიკურ და სხვა სახის სანქციებს რუსეთის მიმართ, რომლებიც ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა დააწესეს, მის მიერ უკრაინაში წარმოებული საომარი ოპერაციის საპასუხოდ.