”კიბერ შეტევებით შეიძლება ჩამოშალო ბირთვული სისტემები, გამშვები კოდები, სამოქმედო გეგმები, ფინანსები, გადარიცხვები,რადიოსადგურები, ყველაფერი რაც ქსელთანაა მიერთებული, შეგიძლია ბირთვული იარაღის გამშვები კოდები ჩაიგდო ხელში და თავისივე ბირთვული იარაღი უტრიალო თვალწინ, შეგიძლია მართვარი რაკეტების მიზნების შეცვლა, ან ჰაერშივე თვითგანადგურება, დრონების მართვის სისტემების გატეხვა.
ამ ბიჭებს შეუძლიათ წუთებში პუტინის პირადი ბანკები ნოლზე დაიყვანონ.ვინც არ იცის ამ ჯგუფმა 15 წუთში მთელ მსოფლიოში გაწყვიტა ინტერნეტი და დიდი კომპანიები,როგორიცაა გუგლი/იუთუბი/ტვიტერი და ა.შ,რამდენიმე დღე დასჭირდათ მათ აღსადგენად.
მოკლედ ესენი თუ ჩაერთვებიან, ყველანაირი ომის გარეშე ტვინით შეუძლიათ გაანადგურონ რუსეთი. ხუთ წუთში “მსოფლიო ბანკიდან” 50 მილიარდი დოლარი გააქრეს ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო, ამერიკაც კი ვერაფერს უხერხებს მათ.
10 წუთში კრემლის ყველა გვერდი დაბლოკეს,სამი თუ ოთხი ბანკის ფული ნულზე დავარდა.
მარტივად ნუ შეხედავთ ამ დაჯგუფებას, წამებში შეუძლიათ ყველაფერი გაანადგურონ,ესენი არიან ინტერნეტ სივრცის და ჰაკერების ღმერთები.ჯერ რასაც აკეთებენ მხოლოდ დასაწყისია, წინასწარ საზღვრავენ ყველაფერს და თავის საქმეში ძალიან ძლიერები არიან.Go Guys
წყარო: ნინო ხიმშიაშვილი