თინა კანდელაკი ტრადიციულად კვლავ კრემლის სამსახურშია და შესაბამისად, სოციალურ ქსელში პუტინისტური პროპაგანდით გაჟღენთილ პოსტს ავრცელებს. ტელეწამყვანის ნარატივმა ქართველი მოსახლეობა ძალიან გააღიზიანა და იმასაც კი ითხოვდნენ, რომ მისთვის გვარის ტარების უფლება შეეზღუდათ. ტელეწამყვანი ეკატერინე ფანგანი სოციალურ ქსელში თინა კანდელაკს მიმართავს და წერს, რომ ის ქვეყნის მოღალატე და ჯალათია.
“შენ ქართველი არ ხარ?!!! ჩვენც მოვიგონეთ ყველაფერი, როგორც აგვაოხრა 2008 წელს?! რამდენი ადამიანი დაგვიხოცა შენმა ლიდერმა, 20 პროცენტი ჩვენი ტერიტორიების რომ წაგვართვა, მიითვისა, არ იცი?!
ქართული კარგად იცი და წაიკითხე ქართულად ყველაფერი და იცოდე, რომ შენი ერის და შენი ქვეყნის მოღალატე ჯალათი ხარ! არც ერთი ნორმალური ქართველი არ გაპატიებს შენს ბინძურ, სამარცხვინო პოზიციას!
ვიცი, დიდად არ გადარდებს ჩვენი აზრი, რადგან ჩვენ არ გვაქვს Tatler-ის გამოცემა და Dior-ის მაღაზია საქართველოში (შენივე სიტყვები), რადგან ასეთი “გაჭირვებულები” ვართ აქ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ღირსება და ჩვენ გვაქვს სამშობლო შენნაირი სულგაყიდული ლაჩრებისგან განსხვავებით, რომელსაც არც ერთი არ გააჩნია!!!!!” – წერს ფანგანი.