”ბუნკერად ქცეულ კიევის მეტროში დაბადებული ჩვილი არის ზუსტი ნიშანი იმისა, რომ ეს ქვეყანა გაიმარჯვებს. შეიძლება ეს ვერ მოხდეს ხვალ, ზეგ, მაგრამ მაზეგ ნამდვილად იცხოვრებს დამოუკიდებელ და მშვიდობიან უკრაინაში, რომელიც გმირობის წარმოუდგენელ მაგალითს გვაჩვენებს.” – წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი,გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გუშინ გამთენიისას, კიევის მეტროში ქალმა იმშობიარა.