რუსეთის ძალებმა კიევში ბავშვთა ონკოლოგიურ საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს – არის მსხვერპლი

რუსეთის ძალებმა კიევში მდებარე ბავშვთა ონკოლოგიურ საავადმყოფოს, “ოხმატდიტს” ცეცხლი გაუხსნეს. საარტილერიო თავდასხმის შედეგად 1 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის 2 ბავშვია. მათ სხვადასხვა სიმძიმის, კიდურების დაზიანებები აქვთ.

ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა საავადმყოფოს ცეცხლი გამიზნულად გაუხსნეს, სწორედ მაშინ, როდესაც შენობაში სხვა დაშავებული ბავშვები შეჰყავდათ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share