ზეგ ყველანი დავრწმუნდებით, ვინ რჩება ოპოზიციაში და ვინ გადადის „ქართულ ოცნებაში“ – ნიკა მელია

ზეგ ყველანი დავრწმუნდებით, ვინ რჩება ოპოზიციაში და ვინ გადადის „ქართულ ოცნებაში“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რომელი ოპოზიციონერიც პარლამენტში შევა „ქართული ოცნების“ სრულფასოვან წევრადაც არ ივარგებს. ის „პუფი“ იქნება.

„არ მინდა ერთი ოპოზიციონერი მაინც აღმოჩნდეს, ვინც „ოცნების“ რიგებში შევა. დიდი სურვილი მაქვს… ყველაფერს მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად ვაკეთებ, რომ ასეთი ადამიანი არ აღმოჩნდეს. იმიტომ, რომ ის ოპოზიციონერი არ იქნება. მეტიც, „ქართული ოცნების“ წევრადაც არ ივარგებს. ის იქნება რაღაცა საგანი, „პუფი“, რომელიც უკვე გახუნებულია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share