ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალიამ საპატიმრო დატოვა. მან მედიასთან ცოტა ხნის წინ პირველი კომენტარი გააკეთა:

“რამე განსაკუთრებული არ მაქვს სათქმელი, დაღლილი ვარ ძალიან, გამოფიტული. რას არ ვაპირებ ის შემიძლია გითხრათ, პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეგ არ არის ჩემი საქმე”, – თქვა ბაჩო ახალიამ.

მისი თქმით, ახლა მისი მთავარი მიზანი ოჯახი, შვილებია და სურს “ფეხზე დადგეს”. ჟურნალისტებთან მან დამატებით თემებზე დღეს საუბარი არ ისურვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share