„რუსული ფედერაციის სამხედრო აგრესიის დროს, ფინანსთა სამინისტრო მოქალაქეებს, ბიზნესსა და უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს სამთავრობო სამხედრო ობლიგაციების შეძენას, რითიც დაეხმარებიან უკრაინის ბიუჯეტს“, – წერია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ომის ობლიგაციები წარმოადგენს ვალის აღების ერთგვარ ინსტრუმენტს, რომელსაც მთავრობები ომიანობისა და სამხედრო ოპერაციების დროს უშვებენ. შედეგად, მთავრობას საბრძოლო მოქმედებებისთვის ფინანსების მობილიზება შეუძლია.