ბოსტნეული 34%-ით, პური 20.8%-ით, ელექტროენერგია/გაზი 68%-ით გაძვირდა – წლიური ინფლაცია

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 13.7% შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები

ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.3% ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული 34.0%
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 23.4%
  • პური და პურპროდუქტები 20.8%
  • თევზეული 18.2%
  • ზეთი და ცხიმი 17.4%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 15.6%
  • ხილი და ყურძენი 15.5%
  • რძე, ყველი და კვერცხი 14.4%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები 11.0%
  • ყავა, ჩაი და კაკაო 10.4%

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი

ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 45.8%, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

  • ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 68.4%
  • წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება 58.0%
  • საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება 11.5%
  • ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე -2.9%

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.5% – ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 19.6% და სატრანსპორტო მომსახურებაზე 3.8%.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share