”სირცხვილია 2008 წელს პუტინთან, პირისპირ მებრძოლი პრეზიდენტი , ციხეში იყოს და ” ბადაშვილის” მაგვარი პროკურორები ასამართლებდნენ! პუტინის ჯინაზე მაინც არ უნდა იყოს ციხეში!
2008 წელს საქართველოს თავს დაესხა ოკუპანტი და საქართველომ მტერი მოიგერია , ისე რომ თბილისში არავინ შემოსულა და მაშინ სააკაშვილმა მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენა.
უკრაინას დაესხა თავს პუტინი და არავის უთქვამს უკრაინაში ომი ზელენსკიმ დაიწყოო-მაგრები არიან და იმიტომ.
აქ ჩამწკრივდნენ ” რუსული ვექტორის პარტიები და ტიპები” და პირდაპირ რუსეთის ტელეგადაცემებში გაჰკიოდნენ საქართველომ -სააკაშვილმა ომი დაიწყოო!
ახლა ცოტა უფრო ცვლიან “ფირფიტას” , რადგან სტრასბურგმა სცნო საქართველო დაზარალებულად, ფირფიტას კი შეცვლიან მაგრამ ქვეყანა “გაყიდული “უკვე აქვთ ათასგზის რუსეთუმე პარტიებს და პოლიტიკანკებს და კვლავაც სადაც წაეწევიან იქ გაყიდიან რამდენჯერაც შანსი ექნებათ!
ჰოდა ამ დროს როცა მსოფლიო ზანზარებს და ერთად დგას პუტინის წინააღმდეგ, პუტინის პატიმარი ციხეში არ უნდა იყოს!
მოაწერეთ ხელი შეწყალების აქტს პრეზიდენტო! მოაწერეთ!